<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები // სასახლეები>>>
კავთისხევი მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:
1. კავთისხევი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1980. - გვ.168-173.
კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მონასელიანთ უბანში. თარიღდება VII-IX საუკუნეებით. სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,8 X 7,65 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარეს. ორივე მხრიდან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. მეორე უფრო ვიწრო კარი ჩრდილოეთ ნავში გადის. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით ერთი ნიში. ეკლესიაში კიდევ ორი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის კონქი და დარბაზის ნახევარწრიული კამარა წვრილი ქვითაა ამოყვანილი. ინტერიერში ყურადღებას იპყრობს წყობაში ცერად ჩასმული მოზრდილი ქვების მწკრივები, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობად აღიქმება. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის წინ მდგარა VII საუკუნის კატაულას სტელა (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
2. კავთისხევი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.V. - თბ., 1980. - გვ.298. მოკლე ცნობები კავთისხევის მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ.
3. ისევ ის კავთის-ხევი //ცნობის ფურცელი. - 1899 (11 აგვ.). - N 888. - გვ.3. კავთისხევის ეკლესიის აგების თაობაზე.
4. კავთისხევი. კატაულა. ეკლესია. სტელა //ქართული წარწერების კორპუსი. I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.118-123. ეკლესიისა და ზეგან "კატაულაზე" აღმოჩენილი VIII ს.-ის ბაზილიკის სტელის წარწერების აღწეერილობა, პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულნი არაინ: გ.ჩუბინაშვილი, გ.ჩაჩანიძე. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.28-30).
5. ჯორბენაძე ბ. აკლდამა სოფელ კავთისხევში // ძეგლის მეგობარი, თბ., 1970 წ., კრ.23, გვ.68-71
6. რეზო ხვისტანი - კატაულას წმ.გიორგის ეკლესია //"მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის", სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არქეოლოგიის ინსტიტუტი, 2009 წ., N10.
კავთურა:
1. მაკალათია ს. კავთურას ხეობა. - თბ., 1960. - 13 გვ. მოხსენიებულია კავთურას წმინდა გოირგის სახელობისა და ლომისის ეკლესიები; შაყულაშვილებისა და დავლაძიანთ კოშკები, მონასელიანთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
2. ჯორბენაძე ბ. აკლდამა სოფ. კავთურაში // ძეგლის მეგობარი. - 1970. - გვ.68-71. გვიანდელი ფეოდალური ხანის ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
|