topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ტაბაკინი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ფოტოს ავტორი ლადი ნიკვაშვილი

 

ტაბაკინის ეკლესია (ზესტაფონის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

 

1. გაფრინდაშვილი გ. ჩუბინაშვილი ნ. ძლევის წმინდა გიორგის მონასტერი სოფ. ტაბაკინში //ძეგლის მეგობარი.-1969.-კრ.18.-გვ.28-33. რეზ. რუს. ენეზე. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება. აღწერილია მოხატულობა, გახსნილია ქტიტორთა წარწერები, გამოყოფილია ეკლესიის აგ ება-განახლების ოთხი სხვადასხვა პერიოდი. ტექსტს ერთვის ტაბაკინის ეკლესიის (ძლევის წმ. გიორგის სახ. ეკლესია) გეგმა (არქ. გ. ლეჟავას ანაზომების მიხედვით), ეკლესიისა და ქტიტორის, გერასიმე ჩხეტიძის ფრესკის ფოტოები.

2. მამაიაშვილი ი. წმინდა გიორგის ცხოვრების ციკლი ტაბაკინის ეკლესიის მოხატულობაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის... სერია.-1979.-N2.-გვ.128-141. - სოფ. ტაბაკინის ეკლესიის მოხატულობის (წმინდა გიორგის წამების სცენების) სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზი.

3. მამაიაშვილი ლ. ისტორიულ პირთა პორტრეტები ტაბაკინის ეკლესიაში //საბჭოთა ხელოვნება.-1981.-N7.-გვ.60-67. - ტაბაკინის ეკლესიის მოხატულობის ანალიზი. მთავარეპისკოპოს გერასიმე ჩხეტიძისა და ექვსი ფეოდალის პორტრეტების "ხალხური მხატვრობის" ნიმუშად მიჩნევისა და ძეგლის დათარიღების შესახებ.

4. ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.163-169. - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული მიმოხილვა, წარწერების ანალიზი, სიძველეთა აღწერილობა.ტექსტს ერთვის ფოტოები(სურ.24,25).

5. მარგვეთისა და უბისის ეპარქია: ტაბაკინის წმ.გიორგის ძლევის მონასტერი (მამათა ) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები :ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.54-55. - მონასტრის დაარსება, განახლების ეტაპები, მოკლე ისტორია, მფლობელთა ვინაობა, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხ სენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იღუმენია იაკობი (ჭოხონელიძე), გერასიმე ჩხეტიძე (XVI ს.), ვახუშტი ბატონიშვილი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (XIX ს.), მ.ასლანიკაშვილი, კ.კობერიძე, ნ.ჯაფარიძე, დ.შალიკაშვილი და სხვები. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

6. ტაბაკინი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.-IX.-თბ.,1985.-გვ.633. - სოფ.ტაბაკინის VI-VII საუკუნეების ძეგლის - ძლევის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

7. ტაბაკინის მონასტერი //ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ტ.15, ტბ., ციცინათელა, 2007 წ.   გვ. 58-59