There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ზედაზენი (მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ვოლსკაია ა. ზედაზენის რელიეფი // ძეგლის მეგობარი. - 1971. - N26. - გვ.11-16. - ზედაზენის ბაზილიკის აღმოსავლეთ ნაწილში მო
ქცეული რელიეფური გამოსახულების აღწერილობა და მხატვრულ-სტილისტური ანალიზი.
2. კანდელაკი ბ. ზედაზენი. - თბ.,1959. - ჩვენს ერამდე 109 წელს აგებული ციხესიმაგრისა და VII საუკუნის ძეგლის - იოანე ზედაზნელის მონასტრის მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება.
3. კანდელაკი ბ. ზედაზენი. - თბ.,1965. - ცნობები ძეგლის გეოგრაფიული გარემოს, მისი აგებისა და იქ მოღვაწე პირების შესახებ.
4. არჯევანიძე ი. თბილისის უახლოესი მიდამოები. - 1940. - გვ.31-40. - ზედაზნის მონასტრის ისტორია და ხუროთმოძღვრული ანალიზი.
5. ზედაზენი //ასლამაზიშვილი ლ. მცხეთა და მისი ჰინტერლანდი. - თბ., 2005. - გვ.36-42. - იოანე ნათლისნცემლის ეკლესიის, ციხესიმაგრისა და ნაკვეთი სენაკებისაგან შემდგარი კომპლექსის ისტორია და არქიტექტურული დახასიათება.
6. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.61-77. - იოანე ზედაზნელის მონასტერში აკლდამისა და კანკელის ფილებზე, აგრეთვე, ქვაზე შემორჩენილი წარწერების ტექსტების ანალიზი.
7. გუნცაძე თ. ზედაზნის მონასტრის კანკელი //თბილისის ექვ. თაყაიშვილის სახ. კულტურისა და ხელოვნების სახ. უნივერსიტეტი. სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენცია.- თბ., 2004.- გვ.39-40.
რელიეფური კომპოზიციების განხილვა.
8. ზედაზნის კომპლექსი //საქართელოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ.5. - თბ., 1990. - გვ.284-287. - ძეგლის ისტორია, კომპლექსის (მონასტერი, იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია, კარიბჭე, ციხე-გალავანი, კოშკი, სხვადასხვა ნაგებობათა შემორჩენილი საძირკვლები, სენაკები)ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის კომპლექსის საერთო ხედის ფოტო.
9. ზედაზნის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.IV.- თბ., 1979.- გვ.495. - ზედაზნის მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი.
10. ნიკოლეიშვილი ი. ზედაზნის კანკელის ფილაზე გამოსახული ისტორიული პირების იდენტიფიკაციის საკითხისათვის .- თბილისის სახ. უნივერსიტეტის შრომები. ტ.310.- თბ.,1992.-გვ.170-191. - რეზ. რუს. ენაზე. საქართველოს სახ. მუზეუმში დაცული ზედაზნის კანკელის ორი ფილის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მათი სტილისტურ-კომპოზიციური და პალეოგრაფიული ანალიზი.
11. ნიკოლეიშვილი ი. ზედაზნის კანკელის ფილა სვიმონ მესვეტის გამოსახულებით //თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ტ.XIV(ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სესია).- 1987.- გვ.112-117. - მონასტრის კანკელის ფილის მხატვრულ-სტილისტური ანალიზი.
12. ნიკოლეიშვილი ი. საერო პირთა გამოსახულებები ზედაზნის ფილაზე //ძეგლის მეგობარი. კრ.84.- 1989.-გვ.46-50.
13. ზედაზნის მონასტერი //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII).- თბ., 1980.- გვ.318-324. - ზედაზენის ბაზილიკური ეკლესიის კანკელზე და იოანე ზედაზნელის აკლდამის ფილაზე შემორჩენილი X საუკუნის წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.117-120).
14. წესიერების მსურველი იოანე ზედაზნელის მონასტერი და მისი დღეობა //ცნობის ფურცელი. - 1899 (4 მაისი). N810.- გვ.1-2; N817.-გვ.1.
15. იამბე ციხის ნაშალო....- თბ., 2007.- გვ.65-66. - ციხე-ტაძრის შესახებ არსებული ლეგენდა. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.
16. "ზედა-ზენს კიბედ, ზენად ზეცისად იდგამს" (ნიკოლოზ ტფილელი): ზედაზენი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I.- თბ., 2005. - გვ .84-87. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - ასურელი მამების შემოსვლა ქართლში, ცნობები იოანე ზედაზნელის შესახებ; VI საუკუნეში დაარსებული მონასტრის მშენებლობის ეტაპები, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, აქ მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მოხსენიებულნი არიან: მეფე ფარსმანი, ევლავიოზ კათალიკოსი; გობრონ (მიხეილ) საბინინი(XIX ს.). დართულია მონასტრის ფოტოები.
17. მცხეთა- თბილისის ეპარქია: ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2005.- გვ.68-69. - დაარსების ისტორია, აქ მოღვაწე პირთა შესახებ, მშენებლობის ეტაპები. ტექსტს ახლავს სამონასტრო კომპლექსის ფოტო.
18. ანდღულაძე ნ., მენაბდე ლ. და სხვ. ზედაზენის მონასტერი //ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.- თბ., 2007.- გვ.42-43. - მოკლე ცნობა VI-VII საუკუნეებში აგებული , ასურელი მამის, იოანეს მიერ დაარსებული მონასტრის - ნათლისმცემლის სახ. სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ტიპის ეკლესიისა და იოანე ზედაზნელის სახ. მცირე ერთანვიამი ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.
19. ზედაზნის კომპლექსი //კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა; 2009.- გვ.4041. - მოკლე ცნობა კომპლექსში შემავალი იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიის, ციხე-გალავნის, კლდეში ნაკვეთი სენაკების შესახებ.ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.
|