topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქვათახევი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

ქვათახევი (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. ქვათახევი // თბ., 1960. - XII-XIII საუკუნეების ძეგლის - ქვათახევის გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურა.

2. ქვაბთახევის გაბრწყინება. ქვათახევი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ.,2005.-გვ.260-263. - სამონასტრო კომპლექსის (მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები) ისტორია, მდებარეობა, შედარება ბეთანიის მონასტერთან, შიდა სივრცისა და მორთულობის აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: იოანე თარხან-მოურავი (XIX ს.), არქიმანდრიტი ტარასი ალექსი-მესხიშვილი (XIX ს), ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იონა ხელაშვილი (XIX ს.). ტექსტი ქართულ და ონგლ. ენებზე. დართული აქვს ძეგლის ფოტოები.

3. XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: ქვათახევი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.- თბ., 1990.- გვ.72-88. - ძეგლის აღწერილობა, არქიტექტურულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.19-22; ტაბ.XXIV-XXIX).

4. სამთავისისა და გორის ეპარქია: ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი: მამათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.107-108. - ძეგლის მოკლე ისტორია, საგანმანათლებლო ცენტრის განვითარება, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა. მოხსენიებულნი არიან: ათანასე თარხნიშვილი (XIX ს.), არქიმანდროტი ტარასი ალექსი-მესხიშვილი (XIX ს.), იოანე თარხან-მოურავი (XIX ს.) ნიკოლოზ ჩხეიძე (XVII ს.); საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, არქიტექტორები: გ.სამსონაძე, ი.მგალობლიშვილი; ა.წერეთელი, კ.ჩიქვინიძე. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.

5. ტ[არასი] ა[რქიმანდრიტი] მონასტერი ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინებისა //საქართველოს სასულიერო მახარობელი.- 1964.- NIX.- გვ.35-39.  - ძეგლის მდებარეობა, მოკლე აღწერილობა, ისტორია. მოხსენიებულია იოანე თარხან-მოურავი.

6. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. კავთურას ხეობა.- თბ., 1960.- გვ.29-31. - ქვათახევის მონასტერი (ეკლესია) - მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება, ძეგლის მოკლე ისტორია.

7. ქვათახევი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ.153-154. - XII-XIII საუკუნეებში ნაგები მონასტრის მთავარი ეკლესიის ისტორიის, არქიტექტურისა და მხატვრული მორთულობის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები (ტაბ.152-155).

8. ქვათახევის კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990.- გვ.199-202. - XII-XIII საუკუნეებში აგებული კომპლექსის ისტორია, მასში შემავალი დომინანტის - ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ფორმების, ფასადთა და გუმბათის ყელის სემკულობის დეტალების აღწერილობა. დახასიათებულია კომპლექსში შემავალი სხვა საკულტო და საერო ხასიათის ნაგებობანი: გალავანი (სხვადასხვა სიმაღლის რთული რელიეფის გამო), სამრეკლო (აშენებულია 1872 წელს, კონუსურსახურავიანი, გეგმით ხუთწახნაგოვანი), სატრაპეზო (აგებულია გალავნის ჩრდ.-დას. კუთხეში, შემორჩენილია ორი ბუხარი), საცხოვრებელი სენაკები (აგებულია XIX ს.). მოხსენიებულნი არიან: ქვათახევის არქიმანდრიტი ტარასი ალექსი - მესხიშვილი (XIX ს.), იოანე თარხან-მოურავი (ტაძრის შემკეთებელი), რესტავრატორი ვ.ცინცაძე. მოცემულია მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

9. ქვათახევის მონასტერი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.- თბ., 1983.- გვ.117-120; 143-144. - ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ქვათახევის მონასტრის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები რ.მეფისაშვილის, ვ.ცინცაძისა და ნ.სევეროვისა).

10. ქვთახევის მონასტერი //იოსელიანი პლ. დიდი მოურავი. გიორგი სააკაძის ცხოვრება.-თბ., 1973.- გვ.89-112. - ტაძრის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება; ძეგლთან დაკავშირებული თქმულებები; მოცემულია სიძველეთა ნუსხა.

11. ქვათახევი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2003.- გვ.60.

 

 

 

ბმულები ინტერნეტ სივრცეში:

http://www.sg-sakdari.ge/qvataxevi.php

http://chitucio.blogspot.com/2005_12_01_archive.html

http://burusi.wordpress.com/2010/02/23/kvatakhevi/

http://ka.wikipedia.org/wiki/ქვათახევი

http://dzeglebi1.blogspot.com/2009/06/blog-post_05.html

http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=474

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/qvataxevi.html

http://www.milera.clan.su/news/1-0-13