topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე - ბელტისციხე - ბებრისციხე (ნაწილი 2)

<უკან დაბრუნება (ნაწილი I)...<<მცხეთის მუზეუმი...<<<ექსპონატები>>>

ქეთევან დიღმელაშვილი

ბელტისციხე - ბებრისციხის ქართული ასონიშნებიანი კრამიტები

ბებრისციხის არქეოლოგიურ მონაპოვარში (ეროვნული მემკვიდრეობის კლუბი "ტაძარი") ცალკე უნდა გამოიყოს ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტები ასომთავრული ასონიშნებით (ლაპიდარული წარწერები), არა მხოლოდ როგორც სამშენებლო დეტალები, არამედ, როგორც ეპიგრაფიკული ძეგლებიც. კრამიტების ფრაგმენტები აღმოჩნდა როგორც ცენტრალური კოშკის - დონჟონის შიგნით, ისე მის აღმოსავლეთ კედელთან, გარედან გავლებულ თხრილში (ტაბ.I,2; II,2).

ტაბ. I. 2 - ცენტრალური კოშკის - დონჟონის შიდა სივრცის დასავლეთი ნაწილი

აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ნაშალი ფენიდანაა. შესაძლოა გვეფიქრა, რომ დონჟონის შიგნით და გარეთ ფიქსირებული ნაშალი ფენები სხვადასხვა იყო, მათ შორის დროის ინტერვალითაც, მაგრამ არქეოლოგიური მასალის იდენტურობამ, ეს მოსაზრება ეჭვის ქვეშ დააყენა. დონჟონის შიგნითა და გარეთა თხრილებიდან მომდინარე კრამიტები, ისევე როგორც ჩვენამდე მოღწეული სხვა ნიმუშები [ჯღამაია 1980: 47], ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი. უმეტეს შემთხვევაში ესენია: კიდის ნაწილი და აკეცილი გვერდი შეჭრილი მუხლით. უმრავლესობა გამომწვარია მოწითალოდ, ზოგიერთი მოჩალისფროა. რამდენიმეს შერჩენილი აქვს კირხსნარის კვალი. მოპოვებულია 22 ქართული ასომთავრული ასონიშნებიანი ფრაგმენტი, რომელთა სისქე მერყეობს 2-2,6სმ შორის, აკეცილი გვერდის სისქე - 1,1-2,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 2,4 - 4,2 სმ, მუხლის სიმაღლე - 4,6-4,9 სმ. გრაფემები დატანილია რელიეფურად, მსგავსად სხვა უმეტესი შემთხვევისა. ჩვეულებრივ, გრაფემები სარკისებურად იჭრებოდა დაზგაზე და კრამიტზე გამოწვამდე გადაიტანებოდა, რაც ნატურაში იძლეოდა რელიეფურ, სწორ წარწერას [ჯღამაია 1980: 47]. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეპიგრაფიკული ძეგლი შესრულებულია სიტყვების გადაადგილებით და ასოთა შებრუნებით. ეხება რა აღნიშნულ საკითხს, ჯ.ჯღამაია თვლის, რომ ასეთი აღრეულობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ოსტატის დაუდევრობა ან უნებლიე შეცდომა იყოს, რადგან, როგორც აღინიშნა, ყალიბზე გრაფემების და სიტყვების დატანა შეტრიალებულად ხდებოდა [ჯღამაია 1980: 48].

ტაბ. II. 1 - ცენტრალური კოშკის - დონჟონის შიდა სივრცის აღმოსავლეთი

სხვაგვარად ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე ლ.ჭილაშვილი. არეშის ეკლესიების არქეოლოგიური შესწავლისას გამოვლენილ მსგავსი შინაარსის წარწერების შემცველ კრამიტებზე საუბრისას მკვლევარი შენიშნავს, რომ "შებრუნებული წარწერების ახსნა მეკრამიტე ოსტატის უყურადღებობის მიზეზით ალბათ არ იქნება მართებული; არეშის ნიმუშის მიხედვით მეორე სტრიქონი სწორადაა ამოკვეთილი, ე.ი. ხელოსანმა მშვენივრად იცოდა რასაც აკეთებდა". იგი თვლის, რომ ოსტატებს რაღაც სტილი ჰქონდათ შემუშავებული [ჭილაშვილი 1991: 22-24]. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არც ბებრისციხის კრამიტების ფრაგმენტებია. ასოთა ნაწილი შებრუნებით წერია, ნაწილიც - სწორად. ფიგურირებს ა, ე, ნ, ქ, ღ, შ ასოები. მათში ყველაზე ხშირია ე, ქ და შ გრაფემები. ყველა ფრაგმენტზე ასოთა თანმიმდევრობა და განლაგება ერთნაირია, რაც მიუხედავად ძლიერი ფრაგმენტულობისა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ისინი ერთი და იმავე შინაარსის შემცველი წარწერებია. კრამიტებზე უეჭველია უნდა წერებულიყო "ქრისტე შეიწყალე", წესისამებრ დაქარაგმებული ფორმით: "ქ~ე შ~ე". თუმცა ბებრისციხის კრამიტების შემთხვევაში ასოები შემდეგი თანმიმდევრობითაა მოცემული: "შ~ე ქ~ე - "შეიწყალე ქრისტე". ამასთან "შ"-სა და "ე"-ს გრაფემები შებრუნებული ფორმითაა მოცემული. ყველაზე საინტერესოდ და საყურადღებოდ მოჩანს კრამიტის ფრაგმენტი (ინვ. №115; ტაბ. XXVI, 1), რომელზეც იკითხება ასოები: ღ, ნ, ა. ფრაგმენტს აკლია მარცხენა კიდე, შესაბამისად - ასოც. გრაფემები სწორი ფორმითაა მოცემული და ბუნებრივია, რომ მიუხედავად ქარაგმის ნიშნის არარსებულობისა, იგულისხმება სიტყვის დაქარაგმებული ფორმა.

ტაბ.II. 2 - სამხრეთ-დასავლეთ კოშკის (დონჟონის) აღმოსავლეთ კედელთან გავლებული თხრილი.

მართალია, კრამიტები ფრაგმენტულია, მაგრამ, თავად გრაფემების განლაგებამ ამ ფრაგმენტებზე, ამასთან ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტის აღნაგობის გათვალისწინებამ და ბებრისციხის ფრაგმენტების განზომილებათა მსგავსებამ, გვიბიძგა, გვეცადა აღგვედგინა კრამიტის ერთიანი სახე და ეპიგრაფიკული ძეგლი. რაც მთავარია, ჩვენი მცდელობა შემაგრებული იყო ამ ასოთა პალეოგრაფიული ანალოგიით, რომელიც ძალიან ცხადად გაივლო ქვემო ჭალის კარის ეკლესიის ჯვარპატიოსნიდან მომდინარე კრამიტთან. აღნიშნული კრამიტი ინახება შ.ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმის ხუროთმოძღვრების განყოფილებაში (საინვ.  №901) და გამოქვეყნებული აქვს ჯ.ჯღამაიას [ჯღამაია 1980: 48]. მასზე დატანილი წარწერა ასე იკითხება: "შ~ე ქ~ე აღნა". პირველი ოთხი დაქარაგმებული ასო გასაგებია - შეიწყალე ქრისტე. მაგრამ რას გამოხატავს აღნა? ჯ.ჯღამაია ფიქრობს რომ, შესაძლოა ის ადამიანის სახელი იყოს, რომლისგანაც შემდგომ ნაწარმოებია საგვარეულო სახელი: აღნიაშვილი [ჯღამაია 1980: 48]. ჩვენი მცდელობის შემდეგ სურათი შთამბეჭდავი იყო: იდენტურია არა მარტო ასოთა მოხაზულობა, არამედ მათი თანმიმდევრობა, დაქარაგმების წესი, ზოგადად ძეგლების შინაარსი, რომელიც იკითხება - შეიწყალე ქრისტე აღნა (აღნიაშვილი ჯ.ჯღამაიას წაკითხვით), და კრამიტების მოყვანილობაც - ბებრისციხის დონჟონში აღმოჩენილი კრამიტებიც კოპიანია (ტაბ. XXVI, 2). ბუნებრივია, ისმის კითხვა: როგორ მოხვდა მცხეთაში კრამიტები, რომლის ანალოგიც კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაშია ფიქსირებული? ქვემო ჭალის არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობა დაკავშირებულია გივი ამილახვრის სახელთან, რომელიც 1700 წ. გარდაიცვალა. გივი ამილახვარი იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი 1656-1696 წწ. ამას გარდა, მას ცოლად ჰყავდა ვახტანგ V შაჰნავაზის ასული თამარი და იყო მისი, და არჩილის პოლიტიკური მიმდევარი. ბერი ეგნატაშვილის თქმით "კაცი პატიოსანი ყოვლითურთ" [ქართლის ცხოვრება II, 1959: 442], მხარს უჭერდა და მონაწილეობდა გიორგი XI აჯანყებაში სპარსელთა წინააღმდეგ (1688 წ.), რომლის დამარცხების შემდეგ იძულებული იყო რაჭისთვის შეეფარებინა თავი, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ტაბ.XXVI. 1 - დონჟონში აღმოჩენილი ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტი ქართული ასომთავრული ასო-ნიშნებით.

ვახტანგ V და ერეკლე I შორის წარმოებულ ომში ვახტანგ მეფის გამარჯვების შემდეგ ქართლში მშვიდობამ დაისადგურა. ვახუშტის თქმით ქართლი და კახეთი ისე გაძლიერდა, რომ ლეკებს აქეთ უტევდნენ კახელებიო [ქართლის ცხოვრება IV, 1975: 197]. სწორედ ამ პერიოდში აუშენებია გივი ამილახვარს ქვემო ჭალაში ციხე - სიმაგრე და ჯვარპატიოსნის ეკლესია (1668წ.) [კახაძე, ჩიმაკაძე 1990: 202-204]. თუ კი კრამიტზე დატანილი "აღნა" მართლაც უნდა ვიგულისხმოთ აღნიაშვილად, მაშინ ბუნებრივია ისმის კითხვა ვინ არის აღნიაშვილი, საიდან მომდინარეობს ეს გვარი და შესაბამისად კრამიტიც. ეს იყო გივი ამილახვრის მიერ დაკვეთილი კრამიტები, რომლებიც მის საგამგებლოში სრულდებოდა თუ იგი სხვა ადგილიდან მოჰქონდათ? ისტორიულ საბუთებსა და სამართლის ძეგლებში რამდენიმე ადგილას ფიგურირებს გვარი აღნიაშვილი, მაგრამ იგი ძლიერ დაშორიშორებულ ადგილებს მოიცავს. მაგალითად, აღნიაშვილი მოხსენიებულია 1770 წლის განჩინებაში, როგორც სოფელ მეტეხის მამასახლისი [ქართული სამართლის ძეგლები IV, 1972: 602-603], აღნიასძეს იხსენიებს "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიც" [ჯიქია 1941: 164,249,469]. აღნიაშვილი, როგორც მეწინავე სადროშო საბარათიანოსა და სომხითის მაცხოვრებელი შეტანილია ვახტანგ VI ბრძანებით 1721 წ. შედგენილ აღნიშნული ტერიტორიის აღწერაში [თაყაიშვილი 1907: 75, 125, 287, 288]. დღესდღეობით კი აღნიაშვილები ცხოვრობენ როგორც ქართლის (ბრეთი, გერგეტის უბანი, ლისი, მცხეთა, წინამძღვრიანთკარი, ჭოპორტი), ისე კახეთის (გურჯაანი, ველისციხე, თელავი, ყვარელი, შილდა, ჭანდარი) სოფლებში [მასალა ეფუძვნება 2008 წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, რომელიც გამოყენებული აქვს საიტს ქართული გენეალოგია (www.geogen.ge)].

ტაბ.XXVI. 2-ბელტისციხეზე აღმოჩენილი კრამიტის ნატეხებიდან კომპიუტერული ტექნიკით აღდგენილი კრამიტი ასომთავრული წარწერით - "ქრისტე შეიწყალე აღნა".

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადია უნდა გამოვრიცხოთ აღნიასძეები სამცხე - საათაბაგოდან; ალბათ, ასევე ვერ გავითვალისწინებთ საბარათიანოს მონაცემებსაც, რადგან, არაპრაქტიკული და არარეალური ჩანს კრამიტების დაკვეთა ქვემო ქართლში, მაშინ, როცა გივი ამილახვარს უფრო ახლოს ჰქონდა ადგილი, სადაც თიხის ე.წ. ცენტრი მოიაზრებოდა - ზოგადად ქსნის ხეობა, მცხეთა და წინამძღვრიანთკარი. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბებრისციხე სამუხრანბატონოს კუთვნილი სიმაგრე იყო, ხოლო ვახტანგ V შაჰნავაზი, გივი ამილახვრის სიმამრი და პოლიტიკური თანამოაზრე, მუხრანბატონი გახლდათ, შესაძლოა მცხეთა ყოფილიყო ის პუნქტი, საიდანაც წაიღო კრამიტები ჯვარპატიოსნის სალოცავისთვის ამილახვარმა. საინტერესოდ მოჩანს 1770 წლის საბუთი და მასში მოხსენიებული აღნიაშვილი, რომელიც სოფ.მეტეხის მამასახლისია. იყო თუ არა XVII ს. კასპის რაიონში მდებარე სოფელი მეტეხი ის ადგილი, სადაც აღნიაშვილების კრამიტის "საწარმო" არსებობდა, ძნელი სათქმელია. ასევე რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რომელი ნაგებობა იყო გადახურული ბებრისციხეში აღმოჩენილი კრამიტებით თავის დროს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი ნაშალ ფენაში იქნა ნაპოვნი. შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია.

ვახტანგ ნიკოლაიშვილი, ანზორ სიხარულიძე, ქეთევან დიღმელაშვილი,

ირინა პაპიძე, მარიამ პაპიძე

კატალოგი

ვაქვეყნებთ 2006 - 2008 წლებში ბელტისციხე - ბებრისციხეზე არქეოლოგიური მეთვალყურეობისას აღმოჩენილი მასალების კატალოგს.

1. ინვ. №1 (01-30-I-2007)( 01 - მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შიფრია, 30 - ბელტისციხე-ბებრისციხის უბანი, I  - ნაკვეთი, შემდეგი მაჩვენებელი კი აღმოჩენის დროა.) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის და კირქვის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის თავის შუა ნაწილი. ზედაპირზე დატანილია რელიეფური ასომთავრული ასოები: ქარაგმის ნახევარი, "ე"-ს თავი, "ქ". ფრაგმენტის კიდეში რომელიღაცა ასოს ამოტეხილი სწორი ხაზი შეიმჩნევა. ფრაგმენტის ზურგზე დაზგის ნაკვალევია. ზომები: სიგანე - 7,8 სმ, სიგრძე - 11,7 სმ, სისქე - 2,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

1. Inv.№1 (01-30-I-2007) flat tile of red-fired clay, with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

2. ინვ. №2 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა თავ-გვერდის ფრაგმენტი. აქვს მუხლი. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასო: ქარაგმა და "ე"-ს თავი. ზომები: სიგანე - 8 სმ, სიგრძე - 7,2 სმ, სისქე - 2,2 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 2 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,2 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,9 სმ, მუხლის სიმაღლე - 0,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

2. Inv. №2 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

3. ინვ. №3 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა თავ - კიდის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითა და მუხლითურთ. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფურია ასომთავრული ასო: "ე"-ს თავი და ქარაგმა. ზომები: სიგანე - 8,8 სმ, სიგრძე - 8,2 სმ, სისქე - 2,2 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 3,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,7 სმ, მუხლის სიმაღლე - 4,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

3. Inv.№3 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

4. ინვ. №4 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა თავ - გვერდის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითა და მუხლითურთ. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასო: "ე"-ს თავი და ქარაგმა. ზომები: სიგანე - 8,3 სმ, სიგრძე - 7,9 სმ, სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,1 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 2 სმ, მუხლის სიმაღლე - 4,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

4. Inv.№4 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

5. ინვ. №5 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის და კირქვის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა გვერდის ფრაგმენტი. აკეცილი გვერდი მოტეხილი აქვს. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასოები: "შ"-ს თავი, "ე", "ქ"-ს თავი და ქარაგმა. ფრაგმენტის ზურგზე დაზგის ნაკვალევია. ზომები: სიგანე - 12,5 სმ, სიგრძე - 10,1 სმ, სისქე - 2,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

5. Inv.№5 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

6. ინვ. 6 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის შუა ნაწილი. ზედაპირზე რელიეფურად დატანილია ასომთავრული ასოები: რომელიღაცა ასოს ღერო და "ქ". ზომები: სიგანე - 6,8 სმ, სიგრძე - 9 სმ, სისქე - 2,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

6. Inv.№6 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

7. ინვ. №7 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა. კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა გვერდ - ბოლოს ფრაგმენტი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე რელიეფურად დატანილია ასომთავრული "ა". ზომები: სიგანე - 8,3 სმ, სიგრძე - 8,3 სმ, სისქე 2,3 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 2,7 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

8. ინვ. №8 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა გვერდ - ძირის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე რელიეფურად დატანილია ასომთავრული "ა". ზომები: სიგანე - 6,3 სმ, სიგრძე - 7,3 სმ, სისქე - 2,4 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 2,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 2,4 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

8. Inv. №8 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

9. ინვ.  №10 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა თავ - გვერდის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითა და მუხლითურთ. აკეცილი გვერდის მუხლზედა ნაწილი მოტეხილი აქვს. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასოები: "შ" და "ე"-ს ხერხემალი. ზომები: სიგანე - 10,2 სმ, სიგრძე - 12,1 სმ, სისქე - 2,3 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,9 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,2 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,8 სმ, მუხლის სიმაღლე - 4,9 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

9. Inv. №10 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

10. ინვ.  №11 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა თავ - გვერდის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასო: "შ"-ს თავი და ქარაგმის ნაწილი. ზომები: სიგანე - 6,1 სმ, სიგრძე - 8,9 სმ, სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,2 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,2 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 2 სმ, მუხლის სიმაღლე - 4,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

10. Inv. №11 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

11. ინვ. №12 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა კიდე. ჩამოტეხილია აკეცილი გვერდი. ზედაპირზე დატანილია რელიეფური ასომთავრული ასოები: ასოს მომრგვალებული ბოლო და ასოს ხერხემალი. ზომები: სიგანე - 9,8 სმ, სიგრძე - 9,5 სმ, სისქე - 2 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

11. Inv. №12 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

12. ინვ. №13 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა კიდე. მოტეხილი აქვს აკეცილი გვერდი. ზედაპირზე დატანილია რელიეფური ასომთავრული ასოები: რომელიღაცა ასოს მრგვალი ბოლო და ასევე გაურკვეველი ასოს ხერხემლის ბოლო. ზომები: სიგანე - 8,1 სმ, სიგრძე - 6,5 სმ, სისქე – 2,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

11. Inv. №13 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

13. ინვ. №15 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის შიდა ნაწილი. ზედაპირზე რელიეფურად დატანილია ასომთავრული ასოს თავის ნაწილი. ზომები: სიგანე - 5,1 სმ, სიგრძე - 9,2 სმ, სისქე - 2,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

13. Inv. №15 (01-30-I-2007) flat tile  with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

14. ინვ. №16 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა კიდის ნაწილი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასო: "ე"-ს თავი. ზომები: სიგანე - 11 სმ, სიგრძე - 1,1 სმ, სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,5 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,1 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 2 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

14. Inv. №16 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

15. ინვ. №18 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა თავ-გვერდის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითა და მუხლითურთ. შუაში აქვს კოპი. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასო: "ე" და ქარაგმის ნაწილი. აკეცილი გვერდის ძირთან შეიმჩნევა დაზგის კვალი. ზომები: სიგანე - 13,5 სმ, სიგრძე - 16,8 სმ, სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,2 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 2 სმ, მუხლის სიმაღლე - 4,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

15. Inv. №18 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

16. ინვ.  №84 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა თავ-ბოლოს ფრაგმენტი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე დატანილია ასომთავრული რელიეფური ასოები: "ა" და "ღ"-ს ერთი მხარი. ზომები: სიგანე - 10სმ, სიგრძე - 12,1 სმ, სისქე - 2,3 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,5 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 3,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში, h(ნულოვ.) = 2,8 მ.4.გათხრების დროს ნულოვან ნიშნულად არჩეულ იქნა დონჟონის აღმოსავლეთ კედელში დატანებული ე.წ. შესასვლელის ხაზი. შესაბამისად, იგივე ნიშნული მოქმედებდა ბებრისციხის ჩრდილოეთი კოშკის შემთხვევაშიც.

16. Inv. №84 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

17. ინვ.№113 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის თავის ფრაგმენტი. ზედაპირზე რელიეფურად დატანილია ასომთავრული ასო: ქარაგმის ნაწილი და რომელიღაცა ასოს ხერხემალი.

ზომები: სიგანე - 5,4 სმ, სიგრძე - 8,3 სმ, სისქე - 2,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონის გარეთ, აღმოსავლეთ კედელთან,  h=0,5 მ.

17. Inv. №113 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

18. ინვ. №114 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა კიდის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე რელიეფურად დატანილია ასომთავრული ასოები: "ქ" და ასოს ხერხემალი. ზომები: სიგანე - 12,8 სმ, სიგრძე - 8,8 სმ, სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,1 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,1 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში,  h=3,6 მ.

18. Inv. №114 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

19. ინვ. №115 (01-30-I-2007) (ტაბ.XXVI,1) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარჯვენა გვერდ-ბოლოს ფრაგმენტი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე რელიეფურად დატანილია ასომთავრული ასოები: "ღ"-ს ნაწილი, "ნ" და "ა". ზომები: სიგანე - 14 სმ, სიგრძე - 16,2 სმ, სისქე - 2,3 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,9 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,1 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 2,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში h=3,8 მ. ზუსტი ანალოგი ქვემო ჭალის ჯვარპატიოსნის ეკლესიიდანაა, რომელიც XVIIს. II ნახევრით თარიღდება. განსხვავება იმაშია, რომ კრამიტის მარცხენა გვერდის დაზიანების გამო არ ჩანს პირველი ასო "ა". ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღვადგინოთ აღნა, ე.ი. შემდგომში აღნიაშვილი, ხელოსანი, რომლის ნახელავი ბელტისციხე - ბებრის ციხეზეც დაფიქსირდა [ჯღამაია 1980: 48].

19. Inv. №115 (01-30-I-2007) (pl.XXVI,1) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

20. ინვ. №202 (01-30-I-2007) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი.

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა კიდის ფრაგმენტი აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასო: "შ"-ს ბოლო. ზომები: სიგანე - 7,7 სმ, სიგრძე - 9,6 სმ, სისქე - 2,1 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,9 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,9 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში  h=2,6 მ.

20. Inv. №202 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

21. ინვ. №233 (01-30-I-2008) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოწითალოდ გამომწვარი.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის მარცხენა თავ-კიდის ფრაგმენტი, აკეცილი გვერდითურთ. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასოები: "შ", რომელსაც ბოლო ჩამოტეხილი აქვს, "ე" და ქარაგმა. ზომები: სიგანე - 13,3 სმ, სიგრძე - 10,2 სმ, სისქე - 2,2 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 1,3 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 4,2 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 1,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონის გარეთ, აღმოსავლეთ კედელთან, ნაშალ ფენაში,  h=0,5 მ.

21. Inv. №233 (01-30-I-2007) reddishfired flat tile with sides folded up

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

22. ინვ. №234 (01-30-I-2008) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოჩალისფროდ გამომწვარი.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. შემორჩენილია კრამიტის თავის შუა ნაწილი. ზედაპირზე სარკისებურად დატანილია რელიეფური ასომთავრული ასო: "შ"-ს თავი და ქარაგმა. ზომები: სიგანე - 11,1 სმ, სიგრძე -  6,4სმ, სისქე - 2,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონის გარეთ, აღმოსავლეთ კედელთან, ნაშალ ფენაში,  h=0,5 მ.

22. Inv.№234 (01-30-I-2007) flat tile with sides folded up, fired strawcoloured

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

23. ინვ. №19 (01-30-I-2007) დერგის (?) (ქვევრი?) კედლის ფრაგმენტი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

რესტავრირებულია სამი ნაწილისაგან. კეცი სილანარევია. კარგად ჩანს, რომ ცეცხლს კეცის გულამდე არ მიუღწევია. ზედაპირზე შემორჩენილია წერნაქი. ზომები: ფრაგმენტის სიგანე - 20 სმ, სიგრძე 26,5 სმ, კეცის სისქე - 1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,2 მ.

23. Inv. №19 (01-30-I-2007) fragment of dergi (?) wall, fired straw-coloured

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

24. ინვ. № 20 (01-30-I-2007) ჯამის პირკედლის ფრაგმენტი, ლეგად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. პირმოყრილი, თანაბრად დაქანებული კალთით. შიდაპირი მოხატულია თეთრი ანგობით, რომლითაც ტალღისებური ხაზებია მოცემული. შიდაპირზე პირისა და კედლის შეერთების ადგილას შემოუყვება წვრილი ღარი. ზომები: სიგანე - 13,9 სმ, სიმაღლე - 10,7 სმ, კეხის სისქე - 0,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,1 მ.

24. Inv. №20 (01-30-I-2007) fragment of mouth-and-wall of a bowl, fired grey-coloured

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

25. ინვ. № 23 (01-30-I-2007) დოქის ყელის ნაწილი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა, სამტუჩა.

თიხა არაა სუფთად განლექილი, კეცი შეიცავს კირქვის მინარევებს. ჭურჭელის პირი მკვეთრად იჭრება ყელიდან და ორი ღარის ტიპის ტეხილს ქმნის. ყელისა და მუცლის შეერთების ადგილას დაუყვება კონცენტრული რელიეფური ხაზი. ზომები: შემორჩენილი ნაწილის სიმაღლე - 6,7 სმ, სიგანე - 9 სმ, კეცის სისქე - 0,6 სმ, ბაკოს სისქე - 1 სმ, ყელის სიმაღლე - 3,8 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,2 მ.

25. Inv. №23 (01-30-I-2007) part of neck of jug, fired reddish

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

26. ინვ. №24 (01-30-I-2007) დოქის პირყურის ნაწილი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს მცირე რაოდენოვით სილისა და კირქვის მინარევებს. ყური განივკვეთში ოვალურია. პირი უფრო განიერია ყელზე.

ზომები: ფრაგმენტის სიმაღლე - 3,8 სმ, პირის დმ - 5,8 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, ყურის სიგანე - 3,7 სმ, ყურის სისქე - 1,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,1 მ.

26. Inv. №24 (01-30-I-2007) part of mouth and handle of a jug, red-fired

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

27. ინვ. №25 (01-30-I-2007) (ტაბ.XIX,2) ქოთნის პირ-გვერდ-ყურის ფრაგმენტი, ლეგაფრად გამომწვარი თიხისა.

კეცში სილის და ქარსის ჩანართებით. განულექავი. ბაკომომრგვალებული. პირი გადადის სწორ დაბალ ყელში. ყური მიმაგრებულია ბაკოს პირსა და მხარზე. ყურის თვალი ოვალურია. თავად ყური განივკვეთში ბრტყელია. ყურის ზედაპირზე გამოყვანილია ორი ღარი და სამი წიბო, რომელიც ყურს ცდება და მხარზე სრულდება. ბოლოსკენ წიბოები მრუდდება. კედლის თავში ჭურჭელს დაუყვება კონცენტრული ნაკაწრი ორნამენტი: ორ პარალელურ ხაზს შორის ტალღისაბური გამოსახულებაა მოცემული. ყურის თავში შუა წიბოზე ჩასმულია გამჭირვალე მწვანე მინერალი. ასეთივე თვლებია ყურის მარცხენა (1 ცალი) და მარჯვენა (2 ცალი) კიდეებზე. თვლები სხვადასხვა ფორმისაა. შიგნითა მხრიდან ჭურჭლის ყელისა და კედლის შეერთების ადგილას დაუყვება ზოლი. ზომები: ნატეხის სიგანე - 19 სმ, სიმაღლე - 12,4 სმ, კეცის სისქე - 1 სმ, ბაკოს სისქე - 0,7 სმ, პირყელის სიმაღლე - 4,1 სმ, ყურის სიგანე - 3,5 სმ, ყურის სისქე - 1,5 სმ, ყურის თვლის დმ - 3,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,1 მ.

27. Inv. №25 (01-30-I-2007) (pl.XIX,2) fragment of mouth, side and handle of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

28. ინვ. №26 (01-30-I-2007) ქოთნის ყური, ლეგად გამომწვარი თიხისა.

კეცში მინარევებიანი. ატყვია ცეცხლის კვალი. ყურის კიდეები უსწორმასწოროა. ყური ნალისებური მოყვანილობისაა და განივკვეთში ოვალური. ზომები: კეცის სისქე - 1 სმ, ყურის სიმაღლე - 7,2 სმ,

ყურის სიგანე - 3,5 სმ, ყურის სისქე - 1,9 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

28. Inv. №26 (01-30-I-2007) handle of pot, fired grey

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

29. ინვ. 27 (01_30_I_2007) ქოთნის პირის-მუცლის ფრაგმენტი, ლეგად გამომწვარი თიხისა.

კეცში შეინიშნება კირქვის მინარევები. ჭურჭელი მრგვალმუცლიანი უნდა ყოფილიყო. მუცლის პირთან დაუყვება ორი ჰორიზონტული ღარი, რომლის შუაში ზის კოპი. ჭურჭელს ყელიდან დაუყვება ვერტიკალური, წნეხვით დატანილი არათანაბარი ზოლები. ზომები: სიგანე - 12,8 სმ, სიმაღლე - 8,6 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ, ბაკოს სისქე - 0,9 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,1მ.

29. Inv. №27 (01-30-I-2007) fragment of mouth and belly of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

30. ინვ. №29 (01-30-I-2007) დოქის პირყელის ფრაგმენტი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცში სილისა და კირქვის მინარევებიანია. ყელის შუაში გაკეთებულია კონცენტრული ღარი. ფრაგმენტს აკლია ყური. ზომები: ყელის სიმაღლე - 6,5 სმ, ყელის სისქე - 0,7 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, ყელის დმ - 2,6 სმ, ბაკოს სისქე - 0,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონში  h=3,2მ.

30. Inv. №29 (01-30-I-2007) fragment of mouth and neck of a jug

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

31.ინვ. №30 (01-30-I-2007) ქოთნის პირმუცლისა და კედლის ფრაგმენტები.

დამტვერული, ერთმანეთთან შეუთავსებელი, მაგრამ ერთი ჭურჭლისა. ყველაზე დიდი ფრაგმენტი პირ-მუცლისაა ყურითურთ. ჭურჭელი რუხადაა გამომწვარი. თიხა განულექავია და შეიცავს დიდი რაოდენობით ქვიშის მინარევებს. ეტყობა დამწვრის კვალი. ყური, რომელიც მუცლის თავზეა მიძერწილი, ქოთნის ზომასთან შედარებით მნიშვნელოვნად პატარაა და განივკვეთში ოვალური. ჭურჭლის მრგვალი ბაკო მცირედ ტყდება და გადადის მუცელში. ზომები: სიგანე - 14,1 სმ, სიმაღლე - 7,2 სმ, კეცის სისქე - 1,2 სმ, ყურის სიმაღლე - 4,4 სმ, ყურის სიგანე - 3 სმ, ყურის სისქე - 1,1სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2მ.

31. Inv.№30 (01-30-I-2007) fragment of mouth and belly of a pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

32. ინვ. №31 (01-30-I-2007) ჭურჭლის ყურ-კედლის ნატეხი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შიეცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ზედადპირი ნაპრიალებია. ყური დიდი ზომის ჭურჭლის (დოქის?) უნდა იყოს. ზომები: კეცის სისქე - 0,7 სმ, ყურის სიმაღლე - 7,4 სმ, სიგანე - 2,8 სმ, ყურის სისქე - 1,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,1მ.

32. Inv.№31 (01-30-I-2007) fragment of the handle and wall of a vessel

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

33. ინვ. №34 (01-30-I-2007) ჯამის ძირქუსლი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

კეცში შეიმჩნევა კირქვისა და სილის მინარევები. ჯამის ძირზე შემორჩენილია თეთრი ანგობის ჯვრისებური მოხაზულობის კვალი. ქუსლი ბორბლისებურია და ძირშეზნექილი, რომლის შუაში კოპი აქვს. ზომები: კეცის სისქე - 0,9 სმ, ქუსლის დმ - 6,9 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,6 სმ. ქუსლის ძირის ჩაღრმავება - 1,2სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,1მ.

33. Inv.№34 (01-30-I-2007) bottomfoot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

34. ინვ. №35 (01-30-I-2007) ჯამის ძირქუსლი, მოწითალოდ გამომწვარი თიხისა.

შეიმჩნევა სილისა და კირქვის მინარევები. ქუსლი ბორბლისებურია და ძირშეზნექილი. შიდაპირი მოჭიქულია მწვანედ. ზომები: კეცის სისქე - 1,1 სმ, ქუსლის დმ - 5,9 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,1 სმ, ძირის ჩაღრმავება - 1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,1მ.

34. Inv.№35 (01-30-I-2007) bottomfoot of a bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

35. ინვ. №36 (01-30-I-2007) ქოთნის ყურ-მუცლის ნაწილი,

რუხად გამომწვარი თიხისა, თიხა ცუდად განლექილია, შეიცავს ქვიშის მინარევებს. ატყვია ძლიერ ცეცხლში მოხვედრის კვალი. ყური განივკვეთში ოვალურია და მიძერწილია დამრეცად. ზომები: ფრაგმენტის სიმაღლე - 8,6 სმ, სიგანე - 13,5 სმ, კეცის სისქე - 1,1 სმ, ყურის სისქე - 1,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში h=3,2მ.

35. Inv.№36 (01-30-I-2007) part of the handle and belly of a pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

დასაწყისი (ნაწილი I)...

გაგრძელება (ნაწილი III)