There are no translations available.
< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები>>>
ფოკა // ლ.მელიქსეთ-ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ 61
ე.წ. "ჯავახეთის მტკვრის" ანუ "ახალქალაქის მტკვრის" ფარავნის ტბიდან გამუდენის ადგილს ცოტა ქვეით, მდინარის მარჯვენა ნაპირას, ბორცვზე, მდებარეობს ნაშთი ციკლოპური ნაციხარისა, რომელიც იგივე ძველი "ფოკა" უნდა იყოს. ამ ნაციხარზე ი.როსტომაშვილი 1898-1901 წელს სწერდა: "ციხე... ამჟამად წარმოადგენს მხოლოდ ნანგრევთა გროვას ("მოგზაური" 1901 წ., #4, გვ.312). ანუ იგივე რუსულად: «Крепость на горе... ныне представляет лишь одну груду развалин...» (И. Ростомов, Ахалкалакский уезд, стр.108). 1929 წელს ჩვენი იქ ყოფნისას ნაციხარი არ წარმოადგენდა სავსებით დანგრეულ სიმაგრეს, არამედ, ემჩნეოდა ზღუდის ნაწილები გარშემო თხრილითურთ, რომლებიც ყველაზე კარგად ჩრდილოეთ - დასავლეთ მხრიდან იყო შენახული. შიგადაშიგ ეტყობოდა აგრეთვე გადამუშავების კვალიც. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ის აზრი, თიოქოს IV საუკუნის რომაელი გეოგრაფი კასტორის მიერ Tabula Peutingeriana-ში ნაჩვენები Pagas-ი იგივე "ფოკა" უნდა იყოს (K.Muller, Itineraria Romania, 653-654. Я.Манандян О торговле и городах Армении, стр. 121-122, 129-131)
|