topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ლიხნი - ი.ციციშვილი

< უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ეკლესია -მონასტრები>>>

განვითარებული ფეოდალიზმი: ლიხნი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. -გვ. 64.

განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ აფხაზეთის ძეგლები, რომლებიც მიუხედავად განვითარების საერთო ხაზისა, ამავე დროს ხასიათდებიან თავისებური ნიშნებით, შესაძლოა ბიზანტიის არქიტექტურასთან სიახლოვის შედეგადაც... ლიხნის ტაძარს, აქვს ნავების შესაბამისი სამი შვერილი აფსიდი და დაბალი გუმბათი. ტაძრის გარე ფორმები მკაცრია, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო. შენობის კედლები შემოსილია თბილი ტონის ქვის თლილი კვადრებით. მესამე ტაძარი აგებული X და XI სს. მიჯნაზე ბიჭვინთაშია. ეს ძალიან დიდი ტაძარი წარმოადგენს სამნავიან წაგრძელებული ფორმის შენობას სამი შვერილი აფსიდით დასავლეთის მხარეს. დასავლეთის მხარეს აქვს ნართექსი პატრონიკეთი ზემო სართულში. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის კედლების შვერილებსა და ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს. ტაძრის კედლები აგებულია მქისედ დამუშავებული თლილი  ქვის ჰორიზონტული რიგებით, რომლებშიაც მონაცვლეობით დატანებულია ბრტყელი  აგურის ზოლები. გვიანდელი გადაკეთების შედეგად, აქ ასევე როგორც მოქვში დაზიანებულია კედლის მხატვრობა.