There are no translations available.
< უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ბუნება>>>
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას მოგზაურებმა "ქართული სავანა" უწოდეს აფრიკულ ლადშაფტთან მისი მსგავსების გამო. ეს ეფექტი განსაკუთრებით მძაფრდება მზის ჩასვლისას - ვერაფრით დაიჯერებთ, რომ საქართველოში ხართ... ეს არის ადგილი, რომლის სიმშვიდეს გიურზები იცავენ, ხოლო მის ეგზოტიკას ამ რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი ლეოპარდი "ნოე" აგრძელებს.
და თუ კირქვიან კლდეებზე შერჩენილი სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლები და პრეისტორიული ხანის მოლუსკების ნიჟარები თქვენს მეხსიერებას მილიონი წლის უკან გადაისვრის, ტახტი-თეფას ტალახოვანი ვულკანის ხილვისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, სხვა პლანეტაზე მოხვდით: ვულკანის მოთეთრო ბორცვები გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს.
თქვენს გაკვირვებას ციცაბო თიხის ფლატეებზე აშენებული მერცხლების ქალაქები და უიშვიათესი საკმლის ხეებიც გააგრძელებენ, რომელთა ვაშლის ხეებთან მსგავსებამ, სავარაუდოდ, ამ ადგილის გეოგრაფიული სახელწოდება განსაზღვრა.
ბელა ჩეკურიშვილი
ა. ხანთაძის ფოტო
გ. ჩანადირის ფოტო
ლ. ტაბუცაძის ფოტო
ლ. ნიკვაშვილის ფოტო
ლ. ნიკვაშვილის ფოტო
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
|