topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

კვეტერას ეკლესია - ფოტოგალერეა

<უკან დაბრუნება

 

 

ლ.ნიკვაშვილის ფოტოები

გზა კვეტერას კომპლექსისაკენ - ქვედა ციხის გალავნის ნაშთები. ციხეს მაღალი მთის წვერი აქვს მოკავებული და გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი.

შიდა ციხის ეზო.

ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი უჭირავს შიდა ციხეს (ციტადელი), რომელიც დანარჩენი ნაწილისგან ზღუდითვეა გამოყოფილი. შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია: დარბაზული ეკლესია, გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, დამხმარე ნაგებობათა და წყალსაცავის ნაშთები. შიდა ციხეს ორი შესასვლელი აქვს: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სასახლეს ნანგრევები.

სასახლე დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შედგება გეგმით სწორკუთხა ორი ნაწილისგან.მათგან ერთი (16,5X9,2 მ) ორსართულიანია, ხოლო მეორე რომელიც ძირითად ნაწილზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული – ერთსართულიანი. ეს უკანასკნელი ძირითად ნაწილზე ოდნავ გრძელია (სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის წინ შემორჩენილია  ამ ნაგებობის სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ერთსართულიან ნაწილს დასავლეთიდან (მთელ სიგანეზე), გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი ეკვრის, რომელიც მთლიანად ფარავს სასახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს. ამ კუთხეშია მოწყობილი კოშკის ერთადერთი შესასვლელი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სასახლის პირველი სართული დამხმარე დანიშნულებისა ყოფილა. მის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში - ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარი. შიგნით ქვედა სართულის კედლები, ზედა სართულის კედლებთან შედარებით, რამდენადმე სქელია, რაც სართულშუა გადახურვის დონეზე გადახურვის ძელების საყრდენ საფეხურს ქმნის.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

II სართული მისაღები დარბაზია, შესასვლელი მას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში აქვს. განივ კედლებში ორ–ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლებიც ორივე მხრიდან კედლის საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში არიან ჩასმული.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სარკმლებისა და შეღრმავებების თაღები ოდნავ ოვალურია – მსუბუქი ტეხილით წვერთან.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი ყოფილა. იგი დაყრდნობილი იყო ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ ოთხ ბურჯზე. ბაქანზე ადიოდა ღია ორმარშიანი კიბე, რომლის კვალი I სართულის აღმოსავლეთ კედელზეა შემორჩენილი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმული ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას უკავშირდებოდა.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Free Image Hosting at www.ImageShack.us