There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ალბი - ერდი //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ, 1997, გვ.93-94.
ალბი - იერდი. ქართული წარმომავლობის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში, თარგიმის ქვაბულში. მდ.ასის მარცხენა ნაპირზე. ჩვენამდე ეკლესიის ნანგრევებმაღა მოაღწია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობა ყოფილა. ღრმა ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. აღმოსავლეთით და დასავლეთით მინაშენები ჰქონია; ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედლის სარკმელთაგან შემორჩენილია ერთი - შუა სარკმელი. რიც ნალისებრი მოხაზულობის სათაურითაა დაგვირგვინებული. სამხრეთ კედლის ფასადზე ამოყვანილია ორი მასიური პილასტრი, მათ ზედა ნაწილში გამომწვარი ქართული აგურით გამოყვანილი თაღის საყრდენი ქუსლებია. რომლებიც როგორც ჩანს. ამ მხარეს არსებული მინაშენის ცილინდრული კამარის თაღების საყრდენს წარმოადგენდა. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის მკრთალი კვალი, გამოირჩევა შარავანდის მოხაზულობა და ფიგურების დეტალები. ნახატი შესრულებულია ლურჯი და მოყავისფრო საღებავებით. ძეგლი გასაწმენდია და შესასწავლი. იხ.აგრეთვე სტატია ინგუშეთის ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები.
ლიტ.: ქალდანი ა.. ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში // ძეგლის მეგობარი, 1900, №l.
|