There are no translations available.
< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები>>>
გ. ჩანადირის ფოტო
ხვანჩალის "სიღნახ"-ი //ლ. მელიქსეთ ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბილისი 1938 წ., გვ.62-63
ე.წ. ხვანჩალის ტბის აღმოსავლეთ ნაპირას ბორცვზე ჩვენამდე მოუღწევია ციკლოპური აღნაგობის 2 ნაციხარს, რომელთა შესახებაც ე.ლალაიანი 1895 წელს სწერდა: "[ხვანჩალის] ტბის აღმოსავლეთ ნაპირას ბორცვზე ორი სიმაგრის ნანგრევებია, რომელთაგან სამხრეთისას ეწოდება სიღნახ (სიღნახ არცახ - ყარაბაღში საზოგადო სახელია ციხე-სიმაგრის არსანიშნავად, ლ.მ-ბ.). ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაფერი იციან ამ სიმაგრეების შესახებ, ისტორია კი სდუმს მათ შესახებ". ი.როსტომაშვილი 1898 წელს ამ ნაციხართა შესახებ სწერდა: «На восточном берегу этого (Хванчалинского) озера доныне существуют развалины двух крепостей: диаметр одной из них, более восточной, достигает до 33-х саженей; она имеет ров, наполнявшийся водой, как видно, из озера; другая врепость длинною в 9-10 саженей, но с весьма толстыми сиенами (достигает до 2-х саженей). Последняя построена на маленьком возвышении у берега озера, а внизу с юго-восточной стороны возвышенности заметно было и поселение, следы которого хорошо видны и теперь». ხუთვერსიან ძველ რუკაზე ორივე ნაციხარი ნაჩვენებია «Р.Кр.» და "Р.Д.Крцанис»-ის სახით. ამათგან შედარებით დაცულია პირველი, რომელსაც ე.ლალაიანი "სიღნახ"-ს უწოდებს (ტაბ.XXI). იგი არსებითად ციკლოპური აღნაგობისაა, მაგრამ ოდნავად გადაკეთებული. ნაციხარის გარდა, ბორცვის ფერდობზე იმჩნევა ნასოფლარის ნაშთიც.
გ. ჩანადირის ფოტო
|