<უკან დაბრუნება...<<<წალკის რაიონის ძეგლები>>>
არჯევან - სარვანის ღვთისმშობლის ეკლესია - ლ.გაბელიას ფოტო (+)
არჯევან - სარვანის ძეგლები - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.86-87.
არჯევან - სარვანი - სოფელია წალკის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ბაგეთის ტბის ჩრდილოეთით, წალკიდან 20 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე. არჯევან - სარვანის ძველი სახელია ახალშენი. არჯევან - სარვანი უწოდეს 1829-30 წწ-ში ჩამოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა. სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების სამი ძეგლი: გეგმით სწორკუთხა, დარბაზული ეკლესიების ნაშთები. ეკლესიები შიგნით და გარედან მოპირკეთებულია სუფთად გათლილი კვადრებით. მათ ირგვლივ სასაფლაოა. ერთ ერთ ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე მინაშენი ჰქონდა, მეორე ეკლესიაში შემონახულია სამხრეთის კარის მორთულობა - ლამაზი კვეთილი ჯვარი. ყველაზე უკეთ შემონახული მესამე ეკლესიის კარ - სარკმელი შემკულია კვეთილი ჩუქურთმით. აღმოსავლეთ სარკმლის ნახევარწრიული სათაურის ქვეშ ყურძნის მტევანია ამოკვეთილი, ხოლო სარკმლის ორივე მხარეს - თითო შეწყვილებული ნახევარწვეტი. სამხრეთ კარის თავზე ასევე ნახევარწრიული სათაურია, რომლის ქვეშ კვეთილი კვარია გამოსახული. საკურთხევლში 2 ნიშია. ძეგლი გადახურულია კამარით. სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებს გასდევს ლამაზად დამუშავებული კვეთილი კარნიზი. აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია გიორგი მეფე. ე.თაყაიშვილის ვარაუდით, იგი არის XI ს-ში მოღვაზე გიორგი I ან გიორგი II და აქედან გამომდინარე ძეგლს XI საუკუნით ათარიღებს.
დევი ბერძენიშვილი, შ.საღარაძე
არჯევანი (წალკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. არჯევანი: არჯევან - არვანის ეკლესია, XI ს. // ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში. - თბ., 2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - არჯევან - სარვანის ეკლესიაზე ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგები. ტექსტს ერთვის ფოტომასალა.
2. Такайшвили Е. Археологические экскурсии, разыскания и заметки. Вып.4. - Тфл., 1913. - с.61-63 с илл.
3. არჯევან - სარვანის ძეგლები - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ.86-87.
|