There are no translations available.
< უკან დაბრუნება
ნაქულბაქევის წმ.გიორგი, ბიბლიოგრაფია:
1. დიღომი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.276-290. სოფ.დიღმის მოკლე ისტორია. სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული ძეგლების: ზეგარდნის წმ.გიორგის სახ.ეკლესიის (დარბაზული ტიპის, თლილი ქვით ნაგები, სამშენებლო წარწერის მიხედვით აუგია ზაქარიას 1863 წელს), კავთის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის (აგებულია XIX საუკუნეში სოფლის განაპირას), კვირაცხოვლის სახ. ეკლესიის (აგებულია XIX საუკუნეში სოფლის განაპირას მონდორში, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები), მაჩხანის ეკლესიის (აგებულია სოფლის სამხ.-დას.-ით, IX საუკუნეში, შემორჩენილია მოხატულობის კვალი), ნაეკლესიარი (მდებარეობს დიდგორის მთის წვერზე, მთლიანად დანგრეულია), ნაქულბაქევის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით, დარბაზული ტიპის, ნაგები ნატეხი პირმოსწორებული ქვით), ონადირის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის (მდებარეობს სოფლის სამხ.-ით, თარიღდება X საუკუნით, მოცემულია სიტყვა "ონადირის" ეტიმოლოგია), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (აგებულია სოფლის ზემო უბანში, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით), წმ.გიორგის სახ. ეკლესიის (აგებულია სოფლის აღმოსავლეთით, თარიღდება X-XI საუკუნით, შემორჩენილია XIX-XX საკუნის მდარე მხატვრობა), მისი სამრეკლოს, წმ.მარინეს სახ. ეკლესიის (მდებარეობს სოფლის ცენტრში, თარიღდება გვიანდელი ფედალური ხანით, გადაუკეთებიათ XIX საუკუნეში, დარბაზული ტიპის, სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური)ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ანალიზი. ტექსტს დართული აქვს კავთის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის, წმ.გიორგის სახ. ეკლესიის გეგმები.
2. დიღომი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - თბ., 1978. - გვ.592. სოფ.დიღმის წმ. გიორგის სახ. ერთნავიანი, XI საუკუნით დათარიღებული ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
3. სონღულაშვილი ა. დიღომი //მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის. კრ.I. - თბ., 1992. - გვ.37-38. წმ.გიორგის სახ. ეკლესიის წარწერებისა და მოხატულობის შესახებ.
4. წმ.დიდმოწამე გიორგის სახ. ეკლესია; კავთის წმ.დიდმოწამე გიორგის სახ. ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.18-19. მოკლე ცნობები XII საუკუნით დათარიღებული, დარბაზული ტიპის წ. დიდმოწამე გიორგის სახ. და XIX საუკუნეში ქვიშაქვითა და რიყის ქვით ნაგები კავთის წმ.გიორგის სახ.ეკლესიების შესახებ. ტექსტებს ერთვის ძეგლების ფოტოები.
|